თვითლიგირებადი ბრეკეტები
თვითლიგირებადი ბრეკეტები იყენებენ სპეციალურ ჩაშენებულ სისტემას თაღოვანი მავთულისა და ბრეკეტების დასამაგრებლად. ეს მას მეტალის ბრეკეტებისგან განასხვავებს, რომლის დროსაც სპეციალური რეზინები გამოიყენება მავთულის დასაჭერად. პაციენტებს, რომლებიც თვითლიგირებადი ბრეკეტებით გადიან მკურნალობას შესაძლოა დასჭირდეთ უფრო ნაკლები და ხანმოკლე ვიზიტები, უფრო ადვილად მოხდეს ბრეკეტების გასუფთავება და ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ მეტალის ბრეკეტების სხვადასხვა ასპექტების შედეგებისაგან საგრძნობლად არ განსხვავდება.
დადებითი მხარეები:
- მოკლე ვიზიტები
- ეფექტურია
- მარტივია ჰიგიენა
უარყოფითი მხარეები:
- შეცვლის დრო
- ცვეთის რისკი
- კარიესის რისკი
რა არის თვითლიგირებადი ბრეკეტები?
თვითლიგირებადი ბრეკეტები იყენებენ სპეციალურ ჩაშენებულ სისტემას თაღოვანი მავთულისა და ბრეკეტების დასამაგრებლად. ლიგაციის ეს მეთოდი განსხვავდება მეტალის ბრეკეტებისგან. ტრადიციული ბრეკეტებით მკურნალობისას ბრეკეტი და მავთული ერთმანეთთან ელასტიკური რეზინებითაა დაკავშირებული, რომლებსაც ლიგატურებს უწოდებენ. არსებობს ორი ტიპის თვითლიგირებადი ბრეკეტი: აქტიური და პასიური. ორივე მათგანი ,,კარიბჭის’’, კარის მსგავს მექანიზმს იყენებს მავთულის დასაჭერად. აქტიური ბრეკეტები აქტიურად ზემოქმედებენ, ხოლო პასიური ბრეკეტების დროს, მსუბუქი ზეწოლა ხდება.
რამდენად მტკივნეული და კომფორტულია თვითლიგირებადი ბრეკეტები?
ტრადიციულის მსგავსად თვითლიგირებადი ბრეკეტებით მკურნალობას, თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. როგორც წესი, ეს ხდება მკურნალობის დაწყებისა და შემდგომ თითოეული მოჭერის პერიოდში. თუ პაციენტი სწორად იცავს პირის ღრუს ჰიგიენას, შესაძლოა თვითლიგირებადი ბრეკეტები სხვა დანარჩენებთან შედარებით ნაკლებად შემაწუხებელი იყოს. 2014 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ მეტალის ბრეკეტების მქონე პაციენტები უფრო მეტად განიცდიდნენ დისკომფორტს. თუმცა სტატისტიკაში მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა.
სჭირდებათ თუ არა თვითლიგირებად ბრეკეტებს მოჭერა?
ვისთვისაა რეკომენდებული თვითლიგირებადი ბრეკეტები?
არის თუ არა თვითლიგირებადი ბრეკეტები უფრო სწრაფი და კომფორტული?
მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს
ელ-ფოსტა:
ტელეფონი: