Skip to content

ბრეკეტები თქვენი ბედნიერი ღიმილისთვის

ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ჩვენი პაციენტები მეტად თავდაჯერებულები და ბედნიერები ხდებიან. ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ სასურველი ტიპის ბრეკეტები და გაიაროთ მკურნალობის კურსი მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. ჩვენი კლინიკა შექმნილია იმისათვის, რომ შექმნას კომფორტული გარემო ყველასთვის, ვინც ეძებს ორთოდონტიულ გადაწყვეტილებებს.

ბრეკეტები breketebi

breketebi .ge ბრეკეტები თქვენი კბილების ჯანმრთელობისთვის

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ორთოდონტებით, რომლებიც რჩებიან ინდუსტრიის წინსვლის წინა პლანზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს. ბრეკეტები ჩვენი გამორჩეული სერვისია, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ჰოლისტურ მიდგომას, ვითვალისწინებთ თქვენი მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობას და ვქმნით თითოეულ ინდივიდზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.

აირჩიე საუკეთესო

metalis-breketebi

მეტალის ბრეკეტები

ტრადიციული ტიპის მეტალის ბრეკეტები, ყველაზე გავრცელებული და სანდო არჩევანია

keramikuli-breketebi

კერამიკული ბრეკეტები

კბილის შეფერილობის ბრეკეტები, რომელთა შემჩნევა შედარებით რთულია, მათი ეფექტიანობა მაღალია

elainerebi

თვითლიგირებადი ბრეკეტები

"თვითგამაგრებითი ბრეკეტები" იყენებენ ჩაშენებულ სისტემას მავთულის ადგილზე დასამაგრებლად

uxilavi-breketebi

ელაინერები, კაპები - უხილავი ბრეკეტები

ელაინერები, კაპები, ზოგჯერ მას უწოდებენ "უხილავ ბრეკეტებს", გამჭვირვალე ხაზები არის ბრეკეტების ალტერნატივა.

lingvaluri-breketebi

ლინგვალური ბრეკეტები

ლინგვალური ბრეკეტები ტრადიციული ბრეკეტების მსგავსია. მაგრამ მათი ინსტალაცია ხდება კბილების უკანა ზედაპირებზე

რატომ breketebi.ge ?

რატომ უნდა აგვირჩიო?

რას ამბობენ ჩვენზე

მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს

მოითხოვე კონსულტაცია breketebi.ge-ის წარმომადგენელთან, დაჯავშნე ვიზიტი შენთვის სასურველ დროს.
ჩვენი ექიმი კონსულტანტი უპასუხებს თქვენს კითხვეებს და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
საკონტაქტო

ელ-ფოსტა:

ტელეფონი:

ბრეკეტები

ბრეკეტს შეუძლია გამოასწოროს სტომატოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრი, მათ შორის დახრილი, დაშორებული, შემობრუნებული ან ზედმეტად მჭიდროდ განლაგებული კბილები. არსებობს სხვადასხვა სახის ბრეკეტები, მათ შორის, ტრადიციული მეტალის ბრეკეტები, კერამიკული ბრეკეტები, და გამჭვირვალე, უხილავი კაპები, როგორიცაა Invisalign®.

რა არის ბრეკეტები?

ბრეკეტები ასწორებს კბილებს და აგვარებს საკმაოდ ბევრ ორთოდონტიულ პრობლემას, როგორებიცაა:
• დაბრეცილი კბილები;
• ზედმეტად შემჭიდროებული კბილები;
• ერთმანეთისგან დაშორებული კბილები;
• მალოკლუზია (კბილების ერთმანეთთან მორგების პრობლემა );

დღეს უამრავი ბავშვი და მოზარდი ატარებს ბრეკეტებს, თუმცა ხშირია ზრდასრულებშიც.

როგორ მუშაობს ბრეკეტები?

ბრეკეტების მეშვეობით ხდება მსუბუქი, მუდმივი ზეწოლა კბილებზე, რათა ისინი დროთა განმავლობაში სწორ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. თუ რა გზით მოხდება ეს, თქვენ მიერ არჩეულ ბრეკეტების ტიპზეა დამოკიდებული.

რა სახის ბრეკეტები არსებობს?

არსებობს რამდენიმე  სხვადასხვა სახის ბრეკეტი. თუ რომელია თქვენთვის საუკეთესო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, რა სახის პრობლემა გაქვთ, რამდენად მძიმეა თქვენი მდგომარეობა და  ბრეკეტების რომელ ტიპს  მიანიჭებთ უპირატესობას პირადად თქვენ.

მეტალის ბრეკეტები

ბრეკეტებზე გაფიქრებისას ალბათ პირველი თვალწინ მეტალის ბრეკეტები წარმოგიდგებათ. მეტალის, იგივე ლითონის ბრეკეტები იყენებენ უჟანგავ ფოლადის ზოლებს, ბრეკეტებსა და მავთულებს, რათა დროთა განმავლობაში მოხდეს კბილების სწორ ადგილას გადატანა. სტომატოლოგი ან ორთოდონტი ამაგრებს ბრეკეტს თითოეულ კბილზე სპეციალური წებოს მეშვეობით, შემდეგ ათავსებს თხელ, მოქნილ თაღოვან მავთულს ბრეკეტებზე. ხოლო პაწაწინა ელასტიკური რეზინები, რომელსაც ლიგატურები ეწოდება, მავთულს მყარად უნარჩუნებს ადგილს. მეტალის ბრეკეტები ღიმილის დროს შესამჩნევია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გამჭვირვალე ან კბილის ფერის ლიგატურები, რათა თქვენი ბრეკეტები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ. ან თუ სადღესასწაულო განწყობა გაქვთ, შეგიძლიათ ნათელი ბერის ლიგატურები/რეზინები დაიმაგროთ.

კერამიკული ბრეკეტები

კერამიკული ბრეკეტები, რომელსაც ხშირად გამჭირვალე ბრეკეტებსაც უწოდებენ, ისევე მუშაობს, როგორც მეტალის ბრეკეტები. მთავარი განსხვავებაა ისაა, რომ სამაგრები, მავთულები და ლიგატურები კბილის ტონიდ ფერისაა, ამიტომ ისინი თქვენს ღიმილს ერწყმის. კერამიკული ბრეკეტები მაინც ჩანს, თუმცა ისინი ნაკლებად, შედარებით რთულად შესამჩნევია. კერამიკული ბრეკეტების ერთი ნაკლი  ის არის, რომ უფრო მყიფეა, ვიდრე ლითონის ბრეკეტები, ამიტომ მათი გატეხის ალბათობა დიდია.

ლინგვალური ბრეკეტები

ლინგვალური ბრეკეტები ტრადიციული ბრეკეტების მსგავსია. მაგრამ ისინი კბილების წინა ზედაპირის ნაცვლად, უკანა ზედაპირზე მაგრდება. ადამიანების უმეტესობა იმიტომ ირჩევს მსგავსი ტიპის ბრეკეტებს, რომ არ უნდათ სხვა ადამიანებს შეეძლოთ შემჩნება და იმის თქმა, რომ მათ ბრეკეტები უკეთიათ.

თვითლიგირებადი ბრეკეტები

თვითლიგარილებადი ბრეკეტები ჰგავს ტრადიციულ მეტალის ბრეკეტებს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ლიგატურების ნაცვლად (პატარა ელასტიკური რეზინები), ისინი იყენებენ ჩაშენებულ სისტემას თაღოვანი მავთულის ადგილზე დასამაგრებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ რკალი არ არის მიმაგრებული უშუალოდ ბრეკეტზე.

კაპები - უხილავი ბრეკეტები

ზოგჯერ მას უწოდებენ “უხილავ ბრეკეტებს”, გამჭვირვალე კაპები ბრეკეტების ალტერნატივაა. ბრეკეტებისა და მავთულის ნაცვლად, გამოიყენება სპეციალურად დამზადებული კბილის ანალოგიური უჯრების სერია, რაც დროთა განმავლობაში ასწორებს კბილებს. პოპულარულ ბრენდებს შორისაა Invisalign® და ClearCorrect®. ამ სისტემის მიხედვით კაპა ორი კვირის განმავლობაში გიკეთიათ, შემდეგ კი იგი იცვლება. მეტალის ბრეკეტებისგან განსხვავებით შეგიძლიათ კაპას მოხსნა. თუმცა ისინი დღის განმავლობაში მინიმუმ 22 საათი უნდა გეკეთოთ.

რა ასაკია მიზანშეწონილი ბრეკეტების გასაკეთებლად?

ორთოდონტიისათვის არ არსებობს არასწორი ასაკი. ბრეკეტებისთვის საუკეთესო პერიოდი ძირითადად 9-დან 14 წლამდეა. ამ ეტაპზე თქვენი ყბები და სახის ძვლები უფრო ელასტიკურია (მოქნილი), რადგან ისინი ჯერ კიდევ ვითარდებიან. ზრდასრულთა ბრეკეტებიც ისეთივე ეფექტურია, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევას შესაძლოა ცოტა მეტი დრო დასჭირდეს.

რა დრო სჭირდება ბრეკეტებს?

ამ კითხვაზე პასუხი ყველასთვის ინდივიდუალურია. საშუალოდ, ბრეკეტებით მკურნალობას დაახლოებით ორი წელი სჭირდება. მაგრამ ეს დამოკიდებულია გაუმართაობის სიმძიმეზე. მაშინ, როცა ზოგიერთი ადამიანი მკურნალობას 12 თვეზე ნაკლებს ანდომებს, სხვებს შეიძლება სამი წელი დასჭირდეთ.

რა სარგებელი მოაქვს ბრეკეტებს?

ბრეკეტების ყველაზე  თვალსაჩინო უპირატესობა  უფრო სწორი, ლამაზი ღიმილია. მაგრამ ბრეკეტებს ასევე შეუძლიათ:
  • გაგიადვილონ კბილების წმენდა ;
  • დაგეხმაროთ კარიესისა და ღრძილების დაავადებების თავიდან აცილებაში;
  • ყბის სახსრის (TMJ) დარღვევების გამოსწორება;
  • სწორი ფუნქციების აღდგენა, როგორიცაა ღეჭვა და ლაპარაკი;
ამდენად,  ბრეკეტს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი  ჯანმრთელობა,  გარკვეული ფუნქციები და  ღიმილი.

როგორია ბრეკეტების გვერდითი მოვლენები?

არსებობს ბრეკეტების მსუბუქი, მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, ესენია:

  • დროებითი დისკომფორტი (რომელიც თან ახლავს პირველად დამაგრებას და შემდეგ სტომატოლოგის მიერ ბრეკეტების მოჭიმვას);
  • გაღიზიანება ენაზე, ტუჩებზე ან ლოყებზე;
  • ყბის ტკივილი;
  • ჭამის გაძნელება (განსაკუთრებით მოჭიმვის შემდეგ);

ამ გვერდითი ეფექტების უმეტესი ნაწილის მართვა შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სტომატოლოგიური ცვილი ბრეკეტებისთვის ადგილობრივ აფთიაქში, რომელიც დაგეხმარებათ გაღიზიანების თავიდან აცილებაში. საკმარისია, უბრალოდ  ცოტაოდენი ცვილი დაიტანოთ ნებისმიერ ადგილას ბრეკეტზე ან მავთულზე.

არის თუ არა ბრეკეტები მტკივნეული

ბრეკეტების დამაგრების შემდეგ მოსალოდნელია დისკომფორტი რამდენიმე დღის განმავლობაში. ზოგიერთს უფრო მეტად მგრძნობიარე კბილებიც უხდება. თუმცა საერთო ჯამში ბრეკეტები ტკივილს არ უნდა იწვევდეს. ორთოდონტიული ვიზიტის შემდეგ დისკომფორტის შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ მიიღოთ აცეტამინოფენი (Tylenol®). უმჯობესია თავიდან აიცილოთ იბუპროფენი (Advil®) და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs). კვლევებმა აჩვენა, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ბლოკავს პროსტაგლანდინებს – ჰორმონის მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ შეხორცებას. შედეგად, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეაფერხონ კბილის მოძრაობის პროცესი.

როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს?

ბრეკეტების გამოყენებისას პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ნადები და ტარტარი შეიძლება დაგროვდეს თქვენს ბრეკეტებისა და მავთულხლართების გარშემო, რამაც გამოიწვიოს კარიესი და გინგივიტი. თქვენი სტომატოლოგი აუცილებლად მოგცემთ ბრეკეტების მოვლის დეტალურ ინსტრუქციას მაგრამ აქ არის რამდენიმე ზოგადი მითითება:

  • გაიხეხეთ კბილები მინიმუმ დღეში ორჯერ რბილი ჯაგრისიანი კბილის ჯაგრისის და ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებით.
  • გაისუფთავეთ ძაფებით კბილებს შორის და ბრეკეტების გარშემო ადგილები დღეში ერთხელ. (ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს ან ორთოდონტს ბრეკეტების სპეციალურ ძაფებზე)
  • თუ თქვენ კაპებს იყენებთ გაწმინდეთ ისინი ყოველდღე და შეინახეთ სათანადოდ, მაშინ, როდესაც არ ატარებთ მათ.
  • გამოივლეთ პირის სავლები ალკოჰოლის გარაშე დღეში ორჯერ.
    მოერიდეთ მყარ, ხრაშუნა ან წებოვან საკვებს.
  • რეგულარულად ეწვიეთ თქვენს ორთოდონტს მოჭერისა და მოვლისთვის.
  • რეგულარულად ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს დასუფთავებისა და სტომატოლოგიური მოვლისთვის.

რა შეიძლება მივირთვათ ბრეკეტების დროს ?

ბრეკეტების დამაგრებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოგიწევთ მიიღოთ რბილი საკვები, მაგალითისთვის:
  • მაკარონი.
  • მოხარშული ბოსტნეული.
  • კარტოფილის პიურე.
  • შემწვარი კვერცხი.
  • იოგურტი.
  • სუპი.
  • რბილი ხილი.
  • შვრიის ფაფა.
როგორც კი დისკომფორტი გაქრება, შეგიძლიათ დაიწყოთ სხვა საკვების დამატება თქვენს რაციონში. თქვენ უნდა მოერიდოთ მძიმე და წებოვან საკვებს,  სანამ ბრეკეტები გექნებათ.  იგულისხმება თხილი, კარამელი და ხრაშუნა ხილ-ბოსტნეული და სხვები. თქვენი სტომატოლოგი აუცილებლად მოგცემთ ბრეკეტების მოვლის დეტალურ ინსტრუქციას მაგრამ აქ არის რამდენიმე ზოგადი მითითება:
  • გაიხეხეთ კბილები მინიმუმ დღეში ორჯერ რბილი ჯაგრისიანი კბილის ჯაგრისის და ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენებით.
  • გაისუფთავეთ ძაფებით კბილებს შორის და ბრეკეტების გარშემო ადგილები დღეში ერთხელ. (ჰკითხეთ თქვენს სტომატოლოგს ან ორთოდონტს ბრეკეტების სპეციალურ ძაფებზე)
  • თუ თქვენ კაპებს იყენებთ გაწმინდეთ ისინი ყოველდღე და შეინახეთ სათანადოდ, მაშინ, როდესაც არ ატარებთ მათ.
  • გამოივლეთ პირის სავლები ალკოჰოლის გარაშე დღეში ორჯერ.
  • მოერიდეთ მყარ, ხრაშუნა ან წებოვან საკვებს.
  • რეგულარულად ეწვიეთ თქვენს ორთოდონტს მოჭერისა და მოვლისთვის.
  • რეგულარულად ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს დასუფთავებისა და სტომატოლოგიური მოვლისთვის.

როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?

იმ შემთხვევებში თუ გაწუხებთ:

  • ტკივილი, რომელიც არ ქრება მედიკამენტებით.
  • თუ დაზიანდა მავთულები ან ბრეკეტები
  • რაიმე ჭრილობა/ტრამვა პირის ღრუში ან სახეზე.
  • ღრძილების სისხლდენა ან ინფექცია.

როგორ შევინარჩუნოთ შედეგი მკურნალობის დასრულების შემდეგ?

მას შემდეგ, რაც მკურნალობას დაასრულებენ ყველამ, ვინც ატარებს ბრეკეტს, უნდა გამოიყენოს კბილების რეტეინერი (კაპა). რეტეინერი ხელს უშლის თქვენს კბილებს ძველ პოზიციებზე დაბრუნებაში.

არსებობს მრავალი სახის რეტეინერები. თქვენი სტომატოლოგი ან ორთოდონტი დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი.

ბრეკეტები თუ კაპები? რომელია ჩემს შემთხვევაში უკეთესი?

ეს მხოლოდ თქვენს სტომატოლოგს ან ორთოდონტს შეუძლია გითხრათ. მაგრამ ზოგადად, კაპებს შეუძლია გამოასწოროს  შედარებით მსუბუქი მცირე ორთოდონტიული პრობლემები. თუ თქვენი შემთხვევა მძიმეა,  შესაძლოა ტრადიციული ბრეკეტები  იყოს უფრო შესაფერისი.

შემიძლია ვიყიდო სპეციალური საწმენდი ძაფები ბრეკეტებისთვის?

დიახ, ბაზარზე არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც აადვილებს ძაფების გამოყენებას ბრეკეტების დროს , მათ შორის:

  • ძაფი თრეიდერები
  • ორთოდონტიული ფლოსერები.
  • ინტერპროქსიმალური ჯაგრისები (პატარა ჯაგრისები, რომლებიც ჯდება კბილებს შორის).
  • წყლის ფლოსერები.
  • მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს ან ორთოდონტს პროდუქტის რეკომენდაციებისთვის.

შეგიძლია დაღეჭო საღეჭი რეზინი ბრეკეტების დროს?

დიახ, შეგიძლიათ ნაკლები შაქრის შემცველობის  რეზინის დაღეჭვა. დარწმუნდით, რომ იყიდეთ ბრენდები, რომლებსაც აქვთ ADA-ს დაშვების ბეჭედი.

ბრეკეტები არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს ღიმილს, არამედ აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობასა და ფუნქციას. დღეს ორთოდონტიის მრავალი  სახე არსებობს. თქვენი სტომატოლოგი ან ორთოდონტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ ის, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის. ბრეკეტები არის ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია მოგცეთ ჯანსაღი, ლამაზი ღიმილი მომავალი წლების განმავლობაში.

#ბრეკეტები #breketebi #მეტალის ბრეკეტები #კერამიკული ბრეკეტები #უხილავი ბრეკეტები #კაპები #ელაინერები #ლინგვალური ბრეკეტები #თვითლიგირებადი ბრეკეტები