Skip to content

სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც შეგიძლია ენდო

პირველი შთაბეჭდილების მოხდენაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობა, განსაკუთრებით კი ლამაზი ღიმილი და  მოწესრიგებული პირის ღრუ.  ამდენად, გასაკვირი არაა, რომ დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც  უამრავი კლინიკა, ჯანმრთელობის ცენტრი და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი არსებობს, რომლებიც თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. საკმაოდ ხშირია ისეთი კოსმეტიკური პრობლემები, როგორიცაა კბილთა მწკრივის სიმეტრიის დარღვევა, დაშორება კბილებს შორის, ზედმეტად გამოწეული ან შეწეული კბილები და სხვა. გარდა ამისა, არსებობს პირის ღრუს ისეთი პრობლემები, რომლებიც უფრო მეტად საყურადღებოა, რადგან უშუალოდ ახდენს გავლენას კბილების სიჯანსაღესა და  ჩვენს ჯანმრთელობაზე.  ორთოდონტული პრობლების  სიმრავლე იწვევს დიდ მოთხოვნას ბრეკეტებზე. დღესდღეისობით ქვეყანაში  სტომატოლოგიის ეს დარგი საკმაოდ აქტუალუალურია და მაღალი მოთხოვნის გამო, ბუნებრივია, პროდუქტიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამრიგად, სხვადასხვაა მასალა, ხარისხი, ფასები და ეს ყველაფერი ხშირად დამაბნეველი ხდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან კარაგად ინფორმირებულები და გარკვეულები მოცემულ საკითხებში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა შეიქმნა იმისთვის, რომ ბრეკეტებით დაინტერესებულ ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს, შესთავაზოს მათ მაღალი ხარისხის ბრეკეტები, რომლებიც სასურველი ღიმილის დაბრუნებაში დაეხმარებათ.

მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს

მოითხოვე კონსულტაცია breketebi.ge-ის წარმომადგენელთან, დაჯავშნე ვიზიტი შენთვის სასურველ დროს.

ჩვენი ექიმი კონსულტანტი უპასუხებს თქვენს კითხვეებს და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

საკონტაქტო

ელ-ფოსტა:

ტელეფონი: