Skip to content

ღრძილის რეცესია – მიზეზები და მკურნალობა

  • შემოწმებული და განახლებულია:
ღრძილის რეცესია

სტატიის შინაარსი შემოწმებულია ექიმი სტომატოლოგი ვახო ჯგერენაიას მიერ

ღრძილის რეცესია, რომელსაც ღრძილების ზევით აწევას უწოდებენ საკმაოდ გავრცელებული და საყურადღებო დაავადებაა. ღრძილის კბილისაგან დაშორება დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა მგრძნობელობის გაზრდა, კბილების ტკივილი და საბოლოოდ მათი დაკარგვაც.

რას გულისხმობს ღრძილის რეცესია?

ღრძილის რეცესია დაკავშირებულია ღრძილის ქსოვილის განლევასთან, იმდენად, რომ ღრძილი კბილის ფესვებს ვეღარ მალავს. ღრძილის რეცესია იწვევს პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუარესებას, იზრდება ბაქტერიების ფესვებში დაგროვებისა და კარიესის რისკი. მკურნალობის დაგვიანებამ კი შესაძლოა ინფექციები და კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

ღრძილის რეცესიის სიმპტომები

ღრძილის რეცესია არც თუ ისე რთული შესამჩნევია, მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

• კბილების გამძაფრებული მგრძნობელობა
• დისკომფორტი ან ტკივილი კბილების გამოხეხვისას ან ღეჭვისას
• ფესვების ხილვადობა
• კბილები სიგრძეში უფრო გრძელი ჩანს ვიზუალურად
• კბილებს შორის ჩნდება დაშორებები
• კარიესის და ინფექციების გახშირება
• ღრძილების შეშუპება ან ხშირი სისხლდენები
• უსიამოვნო სუნი პირის ღრუში (ჰალიტოზი)

მოცემული სიმპტომები ყოველდღიურობაში დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ვინაიდან სხვადასხვა აქტივობებში ხელს შეგიშლით. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მგრძნობიარე კბილები, ტკივილი ჭამის დროს, ნორმალურზე გრძელი კბილები, გაჩენილი დაშორებები. თუ თქვენ გაწუხებთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე უმჯობესია რაც შეიძლება მალე ესტუმროთ სტომატოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გართულებები.

ღრძილის რეცესიის გამომწვევი მიზეზები

თუ გაწუხებთ ღრძილის რეცესია ის შესაძლოა გამოწვეული იყოს თქვენი ცხოვრების წესით ან გადმოცემული გქონდეთ გენეტიკურად. ამ დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • ღრძილების დაავადება
  • გენეტიკა
  • კბილების ძლიერად და ზედმეტად გამოხეხვა
  • არასრულფასოვანი სტომატოლოგიური ჰიგიენა
  • ჰორმონალური ცვლილებები
  • მოწევა

ღრძილის დაავადებები

ღრძილების რეცესიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ღრძილის დაავადება. იგი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ღრძილის ქსოვილების დაზიანება და მისი განლევა დროთა განმავლობაში. პაროდონტი, ღრძილების ერთ-ერთი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კბილებზე ნადებისა და ქვების დაგროვებით. თუ თქვენ არ იცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, არ იხეხავთ და იწმენდთ რეგულარულად, შესაძლოა კბილებზე განჩნდეს ბაქტერიების ფენა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება იქცეს ქვად, რაც იწვევს ღრძილების გაღიზიანებასა და ანთებას, რომელიც გამოიხატება სიწითლით, შეშუპებითა და მგრძნობელობით. ამ სიმპტომებსაც თუ უყურადღებოდ დატოვებთ, შესაძლოა მოხდეს ბაქტერიების გამრავლება ღრმა ქსოვილში, რის შედეგადაც ღრძილები ვეღარ დაიჭერენ კბილებს და მათ საყრდენ ძვალს, რაც მიგვიყვანს ისეთ მძიმე პრობლემებთან, როგორიცაა ღრძილის რეცესია. ღრძილების დაავადებები ხშირად გამოწვეულია შემდეგი მიზეზების გამო:

• გენეტიკა
• არასწორი პირის ღრუს ჰიგიენა
• მოწევა

გენეტიკური

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც გენეტიკურად მიდრეკილია ღრძილის რეცესიისკენ. მაგალითისთვის გავრცელებულია თხელი ღრძილის ქსოვილის პრრობლემა, რაც ზრდის ღრძილის რეცესიის რისკს. ღრძილის დაავადებები და რეცესია შესაძლოა ასევე გამოიწვიოს ისეთმა გენეტიკურმა მდგომარეობამაც, როგორიცაა დაუნის ან ელერს-დანლოსის სინდრომი. თუ იცით, რომ თქვენი ოჯახის წევრებს აწუხებდათ რეცესია და ღრძილის ხშირი პრობლემები, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, დაიცვათ ჰიგიენა და მიმართოთ ორთოდონტს ადრეული ნიშნების თავის დროზე დასაფიქსირებლად.

კბილების არასწორი გამოხეხვა

შესაძლოა აქამდე არ იცოდით, თუმცა კბილების ზომაზე მეტი სიხშირით და აგრესიულად გამოხეხვამ შესაძლოა ღრძილის ცვეთა და რეცესია გამოიწვიოს. ეს კბილების უხეშად ხეხვის დროს ზედმეტი ზეწოლით ჩვენ ვაიძულებთ ღრძილებს მოშორდნენ კბილებს, რაც იწვევს ფესვების გამოჩენასაც. დროთა განმავლობაში ღრძილი უფრო და უფრო სუსტდება, რაც მას უფრო დაუცველს ხდის ბაქტერიებისა და ინფექციების მიმართ.

ცუდი ჰიგიენა

თუ თვლით, რომ არასრულფასოვანი კბილების ჰიგიენა თქვენს ჯანმრთელობაზე არ იმოქმედებს დროა აზრი შეიცვალოთ. თუ თქვენ რეგულარულად არ იხეხავთ კბილებს და არ ისუფთავებთ სპეციალური კბილების ძაფით მათ შორის დაგროვილ ნადებს, უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენს კბილებზე გროვდება წებოვანი ბაქტერიების ფენა, რომელიც აღიზიანებს ღრძილებს და იწვევს ანთებასაც. მეტიც, ის შესაძლოა გამაგრდეს და ქვებად გადაიქცეს. ნადებისა და ქვების დაგროვებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ღრძილების დაავადებებამდე. რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ღრძილის ქსოვილის ინფექცია, ანთება, სიწითლე, სისხლდენა და მათ შორის ღრძილის რეცესიაც.

ჰორმონალური ცვლილებები

ჰორმონალური ცვლილებებმა შესაძლოა რეცესიის რისკი გაზარდოს. ორსულობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებების დროს ღრძილი ხშირად უფრო მგრძნობიარე ხდება, რაც ზრდის მისი დაავადებების რისკს. ამან შესაძლოა ორსულობის გინგვიტი გამოიწვიოს, რაც იწვევს ღრძილების შეშუპებას, სისხლდენას, საბოლოოდ კი რეცესიას თუკი რასაკვირველია დროულად არ უმკურნალებთ. გარდა ამისა, ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდიან ის ქალები, რომელთაც დაეწყოთ მენოპაუზა. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ისინიც არიან რეცესიის განვითარების რისკის ქვეშ. მსგავსი პრობლემები შესაძლოა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმაც გამოიწვიოს.

მოწევა

მოწევა ღრძილის დაავადებების ერთ-ერთ ხშირ მიზეზთაგანია. მოწევამ შესაძლოა დააზიანოს ღრძილების ქსოვილი და შეამციროს ღრძილებში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უშლის ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში. მწეველ ადამიანებს, როგორც წესი, ქვებიც მეტად უგროვდებათ.

ღრძილების რეცესიის პრევენცია

ღრძილების რეცესიის პრევენცია პირდაპირ კავშირშია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვასთან. თუ თქვენ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით ან გაწუხებთ სიმპტომები გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

• გამოიხეხეთ კბილები მინიმუმ დღეში ორჯერ რბილი ჯაგრისით და ფტორიანი კბილის პასტის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ მიზანშეწონილია ნაზი, წრიული მოძრაობები ღრძილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
• გამოიყენეთ სპეციალური ძაფი ყოველდღიურად, რათა გაისუფთაოთ კბილები ნადებისა და საკვების ნაწილებისაგან კბილებს შორის და ღრძილების გასწვრივ.
• გამოიყენეთ პირის ღრუს გამოსავლები სითხეები ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად.
• თავი აარიდეთ მოწევას, რადგან იგი ზრდის ღრძილების დაავადებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის რისკებს.
• შექმენით ჯანსაღი რაციონი, რომელიც სავსე იქნება ხილითა და ბოსტნეულით, თქვენთვის აჯობებს თუ შეზღუდავთ შაქრიანი და მჟავე საკვების მიღებას.
• ეწვიეთ სტომატოლოგს რეგულარულად შემოწმებისა და კბილების გაწმენდის მიზნით.

ღრძილების რეცესიის მკურნალობა

ღრძილის განლევის მკურნალობა ბუნებრივია, მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი შემთხვევების პრევენცია შესაძლებელია ისეთი მარტივი გზებით, როგორიცაა პირის ღრუს ჰიგიენის სწორად დაცვა და კბილების სტომატოლოგიური წმენდა დრო და დრო. თუმცა, რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს საჭირო ხდება შემდეგი ზომებიც მიღება: ღრმა წმენდა კბილების ღრმა წმენდა არაქირურგიული ჩარევით, რომელიც ხელს უწყობს ნადებისა და ქვების კბილებიდან და ფესვებიდან მოშორებას. ეს ხელს შეუწყობს ღრძილების ქსოვილის რეგენერაციას და რეცესიის შემდგომ პრევენციას.ღრძილების გადანერგვა: მოცემული აღდგენითი პროცედურა გულისხმობს პირის ღრუს სხვა ნაწილიდან ქსოვილის აღებას და დაზიანებულ ადგილას გადატანას ქირურგიული გზით. ამ გზით ხდება ღია ფესვების დაფარვა. მკურნალობის ეს სახე ემსახურება მგრძნობელობის შემცირებას და ღრძილის ვიზუალური ნაწილის გაუმჯობესებას მედიკამენტები: ანტიბიოტიკები ან პირის ღრუს ანტიმიკრობული საშუალებები დაგეხმარებათ ბაქტერიების თავიდან აცილებაში, შესაბამისად ნაკლები იქნება შანსი დაგეწყოთ პრობლემები ღრძილებზე. შემოწმება და მკურნალობა იმისთვის რომ გაიგოთ რომელი მკურნალობის კურსი შეგეფერებათ ან საჭიროებთ თუ არა საერთოდ მკურნალობას, გირჩევთ სტომატოლოგთან ან პაროდონტოლოგთან კონსულტაციას. გახსოვდეთ, რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, მოწევაზე უარის თქმა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგეხმარებათ აირიდოთ ან შეანელოთ ღრძილის რეცესია.

ასევე გირჩევთ გაეცნოთ: კერამიკული ბრეკეტები

გააზიარე
გააზიარე
გააზიარე

რეკომენდირებული ბლოგები