მეტალის ბრეკეტები
მეტალის ბრეკეტები არის ფიქსირებული მოწყობილობის ტიპი, რომელიც მაგრდება კბილებზე ლითონის მავთულის სახით. ორთოდონტები რეკომენდაციას უწევენ მეტალის ბრეკეტებს თუ გსურთ:
- კბილების სიმეტრიის გასწორება
- წინა და უკანა კბილების თანხვედრის გასწორება
ორთოდონტი ამაგრებს ლითონის ბრეკეტებს პირდაპირ კბილებზე. მოქნილი მავთული ჯდება ბრეკეტებში (ფრჩხილებში) არსებულ სლოტებში, რათა დააკავშიროს და დაამაგროს ბრეკეტები. შემდეგ ორთოდონტი მავთულის ადგილზე დასამაგრებლად გამოიყენებს პატარა ელასტიკურ რეზინებს (ზოლებს), რომლებიც ცნობილია, როგორც ლიგატურები.
ბრეკეტები ახდენენ ზეწოლას კბილებზე სწორი გადაადგილებისა და განლაგების მიზნით. კბილებისა და ყბის გადასაადგილებლად ორთოდონტმა ასევე შეიძლება მოჭიმოს მავთული სტომატოლოგიური ვიზიტის დროს. მათ ასევე შეუძლიათ დაამაგრონ ლითონის რგოლი ერთ-ერთ უკანა კბილზე, რათა უზრუნველყონ ბრეკეტების დამაგრება და სიმტკიცე.
პაციენტს შეისაძლოა დასჭირდეს ელასტიკური რეზინები ზედა და ქვედა ყბას შორის, რათა უზრუნველყოს კბილების ინდივიდუალური გადასწორება და მოძრაობა მკურნალობის დროს.
ბრეკეტის მკურნალობის დროს ორთოდონტთან გამოკვლევები ჩვეულებრივ ტარდება ყოველ 6-8 კვირაში სწორი განლაგების უზრუნველსაყოფად.
დადებითი მხარეები:
- მაღალი ეფექტურობა
- დაბალი ფასი
- მასალის გამძლეობა
უარყოფითი მხარეები:
- დისკომფორტი ტარებისას
- ვიზუალური მხარე
- დიეტის საჭიროება
რატომ უნდა ავირჩიო მეტალის ბრეკეტები?
ბრეკეტები არის ორთოდონტიული მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს დახრილი ან გადატვირთული კბილების გასწორებას. კბილების გასასწორებლად მეტალის ბრეკეტები ტრადიციული მკურნალობის ვარიანტია.
არსებობს სხვა ორთოდონტიული მკურნალობის ტიპები, როგორიცაა კერამიკული, ლინგვალური ბრეკეტები და კაპები (Invisalign).
ბრეკეტების მქონე პირმა უნდა უზრუნველყოს, მათი რეგულარულად გახეხვა და გარდა ამისა, აუცილებელია ბრეკეტების, მავთულის და თითოეული კბილის ცალკე გაწმენდა. რეგულარული გახეხვა ხელს შეუწყობს პირის ღრუს დაავადებების თავიდან აცილებას, როგორიცაა გინგივიტი და ნადები.
პაციენტებმა ასევე უნდა დაიცვან დიეტა, რათა თავიდან აიცილონ ნადების დაგროვება და ბრეკეტების დაზიანება.
იმის არჩევა, თუ რომელი ვარიანტია თქვენთვის შესაფერისი, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მალოკლუზიის დონესა და თქვენს ბიუჯეტზე. უნდა გამოიყენოთ თუ არა მეტალის ბრეკეტები? სჯობს ეს გადაწყვეტილება ორთოდონტთან ინდივიდუალური კონსულტაციისას მიიღოთ.
როგორ ვიზრუნოთ მეტალის ბრეკეტებზე?
მეტალის ბრეკეტები vs კაპები (Invisalign)
მეტალის ბრეკეტები vs კერამიკული ბრეკეტები
კერამიკული ბრეკეტები შედგება კერამიკული მასალისგან. იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან კბილის ფერის. პაციენტმა შესაძლოა მეტალის ბრეკეტების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭოს კერამიკულ ბრეკეტებს იმდენად, რამდენადაც ისინი ნაკლებად შესამჩნევია.
2020 წლის მცირე კვლევამ, რომელშიც 20 პაციენტი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ კერამიკული სამაგრები ნაკლებად იშლება, ვიდრე ლითონის სამაგრები. შემდგომ კვლევაში აღნიშნულია, რომ სკანირების დროს კერამიკული ბრეკეტები იწვევს ნაკლებ პრობლემებს, ისეთს როგორიცაა გამოსახულების დამახინჯება და გემოს დაკარგვა, ვიდრე ლითონის ბრეკეტები.
გარდა ამისა, 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ კერამიკული ბრეკეტების მქონე მონაწილეებმა უფრო მეტი მინანქრის დემინერალიზაცია განიცადეს, ვიდრე ლითონის სამაგრებით. დემინერალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც კბილის ზედაპირზე მცირდება მყარი მინერალები.
მეტალის ბრეკეტები vs თვითლიგირებადი ბრეკეტები
მეტალის ბრეკეტები vs ლინგვალური ბრეკეტები
ლინგვალური ბრეკეტები ტრადიციული მეტალის ბრეკეტების მსგავსია. თუმცა, ორთოდონტი სანაცვლოდ მათ არა წინ, არამედ კბილებს უკანა კედელზე ამაგრებს.
ლინგვალური ბრეკეტები ძნელად ჩანს, რაც შეიძლება იყოს შესაფერისი მათთვის, ვისაც სურს არ ჰქონდეს შესამჩნევი ბრეკეტები. 2019 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ მონაწილეებმა ლინგვალური ბრეკეტები აირჩიეს, როგორც ყველაზე სასურველი ორთოდონტიული მკურნალობა.
თუმცა, რადგან ისინი დამაგრებულია კბილების უკან, მათი გაწმენდა რთულია. ლინგვალური ბრეკეტების ადგილმდებარეობის გამო შემოწმების დროს მათ კორექტირებას უფრო მეტი დრო სჭირდება.
ერთ-ერთმა კვლევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლინგვალურმა ბრეკეტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მეტყველებაზე და ღეჭვა გაართულოს. ისინი ასევე უფრო არასასიამოვნოა, ვიდრე სხვა სისტემები, რადგან სამაგრები და მავთულები ყველაზე ახლოს არის ენასთან.
მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს
ელ-ფოსტა:
ტელეფონი: