Skip to content

ლინგვალური ბრეკეტები

დღეს ბრეკეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტებს არ მოსწონთ ტრადიციული მეტალის ბრეკეტები, რადგან ისინი ადვილად იპყრობენ სხვების ყურადღებას. თინეიჯერებისთვის, რომლებიც ღელავენ საკუთარ გარეგნობაზე, საჯარო მოხელეებისთვის რომელთათვისაც საკუთარი იმიჯი მნიშვნელოვანია და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ სურს ყურადღება მიიქციოს ბრეკეტებმა, სპეციალური, შეუმჩნეველი მკურნალობის საშუალებები არსებობს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ლინგვალური ბრეკეტები. ლინგვალური ბრეკეტები მეტალის ბრეკეტების მსგავსია. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი კბილის უკანა ზედაპირზე მაგრდება, რაც მათ სრულიად შეუმჩნეველს ხდის.

დადებითი მხარეები:

უარყოფითი მხარეები:

ლინგვალური ბრეკეტები

ამის გასაგებად თქვენ ორთოდონტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია და ის გეტყვით შეგიძლიათ თუ არა მსგავსი ტიპის მკურნალობის ჩატარება. ლინგვალურ ბრეკეტებს იმ პრობლემების გამოსწორება შეუძლია, რომლებიც ზოგადად მეტალის ბრეკეტებითაა შესაძლებელი. თუმცა ლინგვალური ბრეკეტი ყველასთვის არ არის. მაგალითად, ადამიანისთვის, რომელიც ღრმა/დიდ ნაკბეჩს აკეთებს, არც ისე პრაქტიკულია, რადგან შესაძლოა ხშირად ჩამოუვარდეს ბრეკეტები. პირველ ვიზიტზე ხდება თქვენი კბილებისა და მდგომარეობის შესწავლა, რის შემდეგაც ორთოდონტი გეტყვით შეეფერებით თუ არა მსგავსი ტიპის მკურნალობას. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლინგვალური ბრეკეტები მეტალის ბრეკეტებისაგან განსხვავებულია და ყველა ორთოდონტი არ არის გამოცდილი ამ საკითხში. ლინგვალური ბრეკეტები საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს ბრეკეტებით მკურნალობა მაგრამ არ უნდა, რომ შესამჩნევი და აშკარა იყოს. იმის დამსახურებით, რომ ბრეკეტები კბილების უკანა ზედაპირზე მაგრდება, სხვა ბრეკეტებთან შედარებით ბევრად შეუმჩნეველია.ლინგვალური ბრეკეტები შედარებით ძვირადღირებულია. ფასი, რა თქმა უნდა იმაზეცაა დამოკიდებული თუ სად ჩაიტარებთ მკურნალობას და რამდენად მძიმეა თქვენი მდგომარეობა. ასევე მზად უნდა იყოთ ისეთი დისკომფორტისთვის, როგორიცაა მსუბუქი ტკივილი, გაღიზიანება და მკურნალობის დასაწყისში მეტყველების გაუარესება. იმის გასაგებად რეკომენდებულია თუ არა თქვენთვის ლინგვალური ბრეკეტებით მკურნალობა, ორთოდონტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და სწორ რჩევებს მოგცემთ.

თქვენი ორთოდონტი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით გეტყვით მკურნალობის სრულ ღირებულებას. ლინგვალური ბრეკეტების ფასი, როგორც წესი სხვებთან შედარებით მაღალია. ვინაიდან მისი მდებარეობა მკურნალობას უფრო დელიკატურსა და შრომატევადს ხდის. გარდა ამისა, ლინგვალური ბრეკეტების დამზადება, მორგება შესაძლებელია მოხდეს კონკრეტული პაციენტისთვის, რამაც შეიძლება გაზარდოს ღირებულება. როგორც, წესი ლინგვალური ბრეკეტების დროს მავთული მაგრდება რკალისებური ფორმით. თუმცა, მისი დამაგრება შესაძლებელია სხვა ფორმითაც თუ ამის საჭიროება არსებობს პაციენტისთვის, ასეთი მიდგომა ბუნებრივია ფასს ზრდის.

ნებისმიერი ბრეკეტი გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. მკურნალობის პერიოდში, დრო და დრო პაციენტები განიცდიან მსუბუქ შემაწუხებელ ტკივილს, რომლის პრევენცია მედიკამენტებით მარტივადაა შესაძლებელი. ამ პერიოდში, სანამ ტკივილი გაივლის თქვენთვისაც უკეთესი იქნება თუ რბილს საკვებს მიირთმევთ მაგალითად ისეთს, როგორიცაა იოგურტი, ბრინჯი და მოხარშული კვერცხი და სხვა.ბრეკეტები ასევე იწვევს ტკივილს პირის ღრუს რბილ ადგილებთან შეხებით. ლინგვალური ბრეკეტების დროს ეს განსაკუთრებით ენას ეხება, რადგან ბრეკეტების მდებარეობის გამო ენა მუდმივად ედება მათ. ზოგიერთისთვის მსგავსი დისკომფორტი მიუღებელია, ამიტომ მწარმოებლები ცდილობენ ბრეკეტების ფორმისა და სიგლუვის დახვეწას. პირის ღრუს შიგნით არსებული გაღიზიანების შესამცირებლად გამოიყენება სპეციალური ცვილი, რომელსაც ბრეკეტის უხეშ ადგილებზე ისვამენ. ტკივილის შესამცირებლად კი კბილების ტკივილგამაყუჩებელი გელის წასმაც ეფექტურია. თუმცა თუ მავთული გიჭრით ლოყის კედლებს ან სხვა ნებისმიერ ადგილს აუცილებელია, ორთოდონტთან ვიზიტი, რომელიც შეცვლის ან მოჭრის მავთულს.

მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გაგვიძნელდეს გარკვეული ბგერების წარმოთქმა. იმდენად, რამდენადაც მეტყველების დროს ენა კბილებს ეხება. ლინგვალური ბრეკეტები კი კბილის უკანა კედელზე მაგრდება და ენას ხელს უშლის. მიუხედავად, იმისა რომ ლინგვალური ბრეკეტები გარკვეული პერიოდი ე.წ “ჩლიფინს” მართლაც იწვევს , 2014 წლის კვლევებით დადგინდა, რომ მეტყველების გაუარესება დროებითია და ხდება ბრეკეტებთან მიჩვევა. მეტყველების გაუარესების ხარისხი, არჩეულ ბრენდზეცაა დამოკიდებული. ზოგიერთი მეტყველების თერაპიასაც მიმართავს ლინგვალური ბრეკეტების დროს. თუმცა საბოლოოდ ენა მაინც ეჩვევა უცხო სხეულს და ხარვეზებიც ქრება.

მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს

მოითხოვე კონსულტაცია breketebi.ge-ის წარმომადგენელთან, დაჯავშნე ვიზიტი შენთვის სასურველ დროს.
ჩვენი ექიმი კონსულტანტი უპასუხებს თქვენს კითხვეებს და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
საკონტაქტო

ელ-ფოსტა:

ტელეფონი: