Skip to content

კერამიკული ბრეკეტები

კერამიკული ბრეკეტები შეუმჩნეველია კბილებზე. სწორედ ამ თვისებით განსხვავდება მეტალის ბრეკეტებისაგან, სხვა მხრივ ისინი ერთმანეთის მსგავსია. კერამიკული ბრეკეტებისთვის გამოიყენება კბილის ტონთან მიახლოებული კერამიკული მავთული და არა ნაცრისფერი ან ვერცხლისფერი, როგორც ეს მეტალის ბრეკეტების შემთხვევაში კეთდება. სწორედ ამ მიზეზის გამო პაციენტები უპირატესობას კერამიკულ ბრეკეტებს ანიჭებენ.

დადებითი მხარეები:

უარყოფითი მხარეები:

კერამიკული ბრეკეტები
კერამიკული ბრეკეტების ტარება არ შეუძლიათ მათ ვისაც ყველა კბილი არ მოუცვლია ან კბილების ზრდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან ასეთი შემთხვევების დროს კბილების გადაადგილება იწვევს ბრეკეტების გატეხვას ან დაზიანებას. კერამიკული ბრეკეტები კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც დახვეწილი ბრეკეტები სურს, იმის დამსახურებით, რომ ის კბილის ფერი ან თეთრია რთულია მისი შემჩნევა. სწორედ ეს ფაქტორი ხდის მას იდეალურს კბილების გასასწორებლად, განსაკუთრებით კი იმ პაციენტთათვის, ვისაც სპეციფიური სამსახური აქვთ ან უბრალოდ არ სურთ ბრეკეტების გამოჩენა.რომ შევაჯამოთ, კერამიკული ბრეკეტები საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც არ სურს სხვებისთვის შესამჩნევი იყოს მკურნალობის პროცესი. თუმცა ისინი შედარებით ნაკლებად გამძლეა, გაცილებით მეტი დრო სჭირდება პრობლემის გამოსასწორებლად და შესაძლოა ფერი შეიცვალოს . გარდა ამისა, კერამიკული ბრეკეტები მეტალის ბრეკეტებთან შედარებით, ნაკლებად ბიუჯეტურია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გჭირდებათ სტომატოლოგთან კონსულტაცია. ის დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

კერამიკული ბრეკეტებით მკურნალობა შედარებით ძვირი სიამოვნებაა, გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც წესი, კერამიკული ბრეკეტებით მკურნალობას დაზღვევა არ უზრუნველყოფს. მითუმეტეს, თუ თქვენ ორთოდონტიულ მკურნალობას კოსმეტიკური მიზეზით მიმართავთ მისი დაფარვა არ ხდება.

რაც შეეხება, მკურნალობის ხანგრძლივობას, კერამიკულ ბრეკეტებს შედარებით მეტი დრო სჭირდება ვიდრე მეტალისას. კლასიკური ბრეკეტებით მკურნალობას შესაძლოა წელიწადზე ნაკლები და მაქსიმუმ სამი წელი დასჭირდეს, ხოლო კერამიკული ბრეკეტების ტარება მინიმუმ წელიწად ნახევარია საჭირო. კერამიკული ბრეკეტები არც თუ ისე მყარია, ამიტომ კბილების გადაადგილების შემდეგ მათი შეცვლა ხდება საჭირო, რათა ზეწოლის შედეგად არ გაწყდეს მავთული ან არ დაზიანდეს ბრეკეტი. იმის გამო, რომ კერამიკული ბრეკეტები შედარებით მყიფეა, მკურნალობის დრო შესაძლოა გახანგრძლივდეს. კბილების გადაადგილება შედარებით ნელა ხდება. დაზიანების შემთხვევაში კი ყოველი ვიზიტისას მათი კორექტირება გარკვეულწილად აფერხებს მკურნალობის პროცესს.

კერამიკული ბრეკეტები შედგება კერამიკული მასალისგან. იგი შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან კბილის ფერის. პაციენტმა შესაძლოა მეტალის ბრეკეტების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭოს კერამიკულ ბრეკეტებს იმდენად, რამდენადაც ისინი ნაკლებად შესამჩნევია. 2020 წლის მცირე კვლევამ, რომელშიც 20 პაციენტი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ კერამიკული სამაგრები ნაკლებად იშლება, ვიდრე ლითონის სამაგრები. შემდგომ კვლევაში აღნიშნულია, რომ სკანირების დროს კერამიკული ბრეკეტები იწვევს ნაკლებ პრობლემებს, ისეთს როგორიცაა გამოსახულების დამახინჯება და გემოს დაკარგვა, ვიდრე ლითონის ბრეკეტები. გარდა ამისა, 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ კერამიკული ბრეკეტების მქონე მონაწილეებმა უფრო მეტი მინანქრის დემინერალიზაცია განიცადეს, ვიდრე ლითონის სამაგრებით. დემინერალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც კბილის ზედაპირზე მცირდება მყარი მინერალები.

კერამიკული ბრეკეტები მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად გამძლეა. ეს თვითონ მასალის გამძლეობითაა გამოწვეული. 2016 წლის კვლევის მიხედვით, კერამიკული ბრეკეტები მეტალთან შედარებით ორჯერ უფრო მეტად იშლება. თუ თქვენ აქტიურად ხართ დაკავებული სპორტით ან  თქვენი საქმიანობა მოიცავს სიმღერას, დებატებსა და საჯარო გამოსვლებს და  შესაბამისად, პირის ღრუს მუდმივად მოძრაობა გიწევთ, მაშინ სჯობს სხვა სახის ბრეკეტებზე გააკეთოთ არჩევანი.
კერამიკული ბრეკეტები ადვილად არ ილაქება, თუმცა რეზინებმა, რომელთა მეშვეობით ბრეკეტების მავთულზე დამაგრება ხდება, შესაძლოა ფერი შეიცვალონ. ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ თუ მოცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ: ყოველი ჭამის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები ჯაგრისისა და სპეციალური ძაფის გამოყენებით. ეს ხელს უწყობს საკვების ნარჩენების მოცილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფერის ცვლილება დროთა განმავლობაში; მოერიდეთ ისეთ საკვებსა და სასმელს, რომელიც ლაქებს ტოვებს. მაგალითად, პომიდორი, ღვინო, ყავა, ჩაი, სოდა, სანელებლები, კეტჩუპი, მდოგვი და სხვა; ნუ მოწევთ. მოწევამ შეიძლება დატოვოს მოყვითალო ლაქები კბილებზე და ბრეკეტების ყველა კომპონენტზე; არ გამოიყენოთ მათეთრებელი კბილის პასტა, რადგან მსგავსი ტიპის კბილის პასტის მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა გაათეთროს კბილები, თუმცა ბრეკეტების ქვემოთ მინანქარი იგივე ფერის დარჩება, რაც დამეთანხმებით არაესთეტიკურია; რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს. თქვენს ორთოდონტს შეუძლია ბრეკეტები ან რეზინები სურვილისამებრ შეგიცვალოთ;

კერამიკული ბრეკეტების კომპონენტები მოიცავს: ბრეკეტები -ბრეკეტები კბილებზე მაგრდება სპეციალიზებული წებოთი. ისინი შესაძლოა იყოს თეთრი; თაღოვანი მავთულები– მავთულები კბილების გარშემო მაგრდება , ისინი აკავშირებს ყველა ბრეკეტს ერთმანეთთან და ახდენს ზეწოლას თქვენს კბილებზე მათ სწორ ადგილას დასაბრუნებლად; მავთულები, როგორც წესი ვერცხლისფერი, თეთრი ან, ღია ფერისაა ბრეკეტების ფერთან შეთანხმების მიზნით; ელასტიკური რეზინები – ელასტიკური რეზინები მავთულსა და ბრეკეტებს აკავშირებს ერთმანეთთან. ისინი ინარჩუნებენ თაღოვან მავთულს და ხელს უწყობენ კბილების და ყბის პოზიციის მორგებას. რეზინები ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს. შეგიძლიათ აირჩიოთ ფერები, რომლებიც შერწყმულია თქვენი კანის ან კბილის ტონთან, ხოლო თუ თქვენ მოგწონთ მხიარული ფერები შეგიძლიათ ისინი დაიმაგროთ.

მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს

მოითხოვე კონსულტაცია breketebi.ge-ის წარმომადგენელთან, დაჯავშნე ვიზიტი შენთვის სასურველ დროს.
ჩვენი ექიმი კონსულტანტი უპასუხებს თქვენს კითხვეებს და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
საკონტაქტო

ელ-ფოსტა:

ტელეფონი: