ელაინერები, კაპები ანუ უხილავი ბრეკეტები
ელაინერები, ცნობილია როგორც კაპები ან უხილავი ბრეკეტები, იგი კბილების გასწორების ერთ-ერთი საშუალება რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. პირველი და ყველაზე ცნობილი გამჭვირვალე პროდუქტი Invisalign_ი იყო, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა align technology- ის მიერ. დღესდღეობით ცნობილია ალტერნატიული ბრენდებიც, როგორიცაა: Spark, ClearCorrect და uLab.
კაპებით შესაძლებელია გადატვირთული, შემჭიდროებული ან ერთმანეთისგან დაშორებული კბილების გასწორება. მოცემული მკურნალობა შესაფერისია თქვენთვის თუ არ გაქვთ საგანგაშო მდგომარეობა და არ გსურთ შესამჩნევი იყოს ბრეკეტები. იმისათვის, რომ ზუსტად გაიგოთ შეძლებთ თუ არა ელაინერებით მკურნალობას საჭიროა ორთოდონტთან კონსულტაცია. გადაწყვეტილების მიღებამდე კი გაითვალისწინეთ კაპებით მკურნალობის თავისებურებები.
დადებითი მხარეები:
- ადვილია ჰიგიენა
- კომფორტულია
- ესთეტიურია
უარყოფითი მხარეები:
- ნაკლები ეფექტურობა
რა არის ელაინერები კაპები?
ელაინერები თხელი, გამჭვირვალე ფერის სამკურნალო საშუალებაა კბილების გასასწორებლად. ელაინერები დამზადებულია მოქნილი თერმოპლასტიკური მასალისაგან, რომელიც მჭიდროდ ერგება კბილებს. თუმცა, სხვა ტიპის ბრეკეტებთან შედარებით, ის მართლაც ბევრად ნაკლებად თვალშისაცემია.
კაპებით მკურნალობის პროცესი
რა სახის პრობლემების გამოსწორებაა ელაინერებით შესაძლებელი?
ელაინერებით შესაძლებელია გადატვირთული, ზედმეტად შემჭიდროებული ან ერთმანეთისგან დაშორებული კბილების გასწორება.
რამდენად ეფექტურია ელაინერებით მკურნალობა?
ელაინერებით მკურნალობის ეფექტურობაზე მეგობრებისგან ან ნაცნობებისაგან შესაძლოა გსმენიათ კიდეც. დღეს ბევრი ისეთი კვლევა არაა, რომ ამ კითხვაზე გაგვცეს პასუხი, იმდენად, რამდენადაც, აქამდე ჩატარებული კვლევები არ იძლევა მნიშვნელოვან შედეგს შედარებისთვის. თუმცა, ზოგიერთი ხელმისაწვდომი კვლევის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ Invisalign-ით მკურნალობა სხვა ელაინერებზე ეფექტურია. Invisalign-ის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზეც თუ როგორია თქვენი მდგომარეობა. თუ თქვენ გაწუხებთ კბილებს შორის დიდი დისტანციები, მაშინ შესაძლოა მეტი დრო დაგჭირდეთ. ასევე კვლევებს თუ დავუჯერებთ, გავლენის მოხდენა ასაკის სწორედ არჩევასაც შეუძლია.კვლევების თანახმად კბილები უფრო აქტიურ მოძრაობას 35 წლიდან 50 წლამდე იწყებს, აქედან გამომდინარე Invisalign შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს ამ ასაკში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს?
იმისთვის, რომ ელაინერებით მკურნალობა შედეგიანი იყოს დღეში 20-22 საათი უნდა გვეკეთოს ელაინერები. მხოლოდ მაშინ უნდა მოვიხსნათ თუ: ვჭამთ ან ვსვამთ; კბილების გამოხეხვის დროს; ელაინერების გაწმენდის დროს; ელაინერის გაწმენდის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან შესაძლოა მაღალი წყლის ტემპერატურის შემთხვევაში დაზიანდეს, დადნეს და შესაბამისად შეაფერხოს მკურნალობა.
მეტალის ბრეკეტები vs კაპები (Invisalign)
მოითხოვე შეხვედრა
შენთვის სასურველ დროს
ელ-ფოსტა:
ტელეფონი: