სარჩევი
ToggleᲨეიძლება ვატარო ბრეკეტები ორსულობის დროს?
ბრეკეტებს შეუძლიათ დაგვეხმარონ კბილების გასწორებაში როგორც ზრდასრულ და ასევე მოზარდის ასაკში. მაგრამ რას ურჩევენ ორთოდონტები ქალებს ისეთი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სტადიაზე, როგორიც ორსულობაა?
რა არის ბრეკეტები?
ბრეკეტები არის სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც მაგრდება თქვენს კბილებზე და მიზნად ისახავს თქვენი კბილების ნელ გადაადგილებას მათ საბოლოოდ გასწორებამდე..
”ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ორთოდონტიული მკურნალობის მთავარი სარგებელი ლამაზი ღიმილის შეძენაა,” – ამბობს კენ დილეჰეი, კანზასელი ორთოდონტი და ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის პრეზიდენტი. ისინი არ ცდებიან. ”მაგრამ ორთოდონტიული მკურნალობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს კბილების გამართულ ფუნქციონირებას და ქმნის ჯანსაღ ღიმილს”, – ამბობს ის.
კბილების გასწორება აადვილებს საკვების ღეჭვას, საუბარს და ასევე კბილების ჰიგიენას, რადგან არასწორად კბილების გაწმენდა უფრო რთულია და დროთა განმავლობაში იწვევს კბილების მდგომარეობის გაუარესებას რამაც შესაძლოა კბილების დაკარგვამდეც მიგვიყვანოს. ბრეკეტების გამოყენება აუცილებლობა არ არის, თუმცა ორთოდონტიული მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძვირადღირებული სტომატოლოგიური ჩარევის აუცილებლობა.
უსაფრთხოა ბრეკეტების გამოყენება ორსულობის დროს?
ორსულობის დროს ბრეკეტების გამოყენების სარგებელი
პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლოა გონივრული იყოს ბავშვის დაბადებამდე ბრეკეტების ტარება. ამ გზით თქვენ თავიდან აიცილებთ ბავშვთან ერთად ორთოდონტთან რეგულარ ვიზიტებზე მისვლის უხერხულობას . (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კბილების გასწორებას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ბავშვის დაბადება, ამიტომ ორსულობის დროს დაწყებული ორთოდონტიული მკურნალობა შეიძლება დასრულდეს მას შემდეგ, რაც მშობელი გახდებით.)
გირჩევთ გაეცნოთ: ბრეკეტების გვერდითი მოვლენები
ორსულობის დროს ბრეკეტების ტარების უარყოფითი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულმა ორთოდონტიულმა მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი თავდაჯერებულობა და ხელი შეუწყოს პირის ღრუს ჯანმრთელობას, დროებითი გვერდითი მოვლენები მრავლადაა და ისინი შეიძლება მეტად გამოხატული იყოს ორსულობისას.
ღრძილების გაღიზიანება
კვების შეზღუდვები
დისკომფორტი
ასევე გირჩევთ გაეცნოთ: ღრძილის რეცესია: მიზეზები და მკურნალობა