Skip to content

ბრეკეტები ზრდასრულებში: ასაკობრივი ზღვარი, დადებითი და უარყოფითი მხარეები

  • შემოწმებული და განახლებულია:
ბრეკეტები ზრდასრულებში

სტატიის შინაარსი შემოწმებულია ექიმი სტომატოლოგი ვახო ჯგერენაიას მიერ

ბრეკეტებით მკურნალობით მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია, ფაქტია სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი თუ ზრდასრული არჩევს პირის ღრუს პრობლემები ბრეკეტების გამოყენებით გადაჭრას. თუმცა ზრდასრულ ასაკში ბრეკეტების გამოყენება უფრო პოპულალურია, ვიდრე მოზარდის ასაკში, ბევრი ზრდასრული ირჩევს ბრეკეტების ტარებას, რადგან ბავშვობის ასაკში არ ჰქონდათ შესაძლებლობა მათი ტარების. ბრეკეტების გამოყენება ზრდასრულებში შესანიშნავ შედეგებს იძლევა, ბრეკეტები არამარტო გეხმარებათ კბილების გასწორებაში, არამედ გჩუქნით მეტად ბუნებრივ და ლამაზ ღიმილს და ამავდროულად გმატებთ თავდაჯერებულობას. ბევრი ზრდასრული ადამიანის თავდაჯერებულოსთვის სწორი და ჯანსაღი კბილები მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, ბრეკეტებს კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

როგორია ბრეკეტებით მკურნალობის ხანგძვლივობა ზრდასრულ ასაკში?

ზრდასრულებში ბრეკეტებით მკურნალობის ხანგძლივობა უფრო დიდია, ვიდრე ბავშვების ან მოზარდების შემთხვევაში. Ზრდასრულთა და პედიატრიულ ორთოდონტიას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ბავშვები იზრდებიან, ამიტომ ზრდასრულებში მკურნალობა უფრო დიდ დროს მოითხოვს, იმ მიზეზის გამო, რომ ზრდასრულთა ძვლის სიმკვრივე უფრო მაღალია ვიდრე ბავშვების, შესაბამისად შედეგის მიღებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

გარდა ამისა, მოზრდილებს უკვე აქვთ გამომუშავებული გარკვეული ჩვევები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მკურნალობის შედეგზე, როგორიცაა კბილების გახეხვა, მოწევა. თუმცა შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ბავშვებს უფრო მეტი დრო დასჭირდეთ მკურნალობის კურსის დასაძლევად, რადგან მათ არ შეასრულეს სტომატოლოგის მითითებები ისე, როგორც ამას უფროსები აკეთებენ.

რა ასაკში ხართ ბრეკეტებისთვის ძალიან მოხუცი?

ვიდრე ჯანმრთელი ხართ, ბრეკეტებს ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. 70 და 80 წლამდე ზრდასრულებიც კი ატარებენ ბრეკეტებს. თუმცა, ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ზრდასრულ ასაკში ბრეკეტებით მკურნალობას, მაგალითად, როგორიცაა ოსტეოპოროზი და დიაბეტი.
ბრეკეტები ზრდასრულებში

ბრეკეტები ზრდასრულებში: ძირითადი მიზეზები

ბრეკეტები ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების ეფექტურად და სწრაფად მოგვარებას. ზრდასრულებს შეიძლება დასჭირდეთ ბრეკეტები რამდენიმე მიზეზის გამო:

კბილების ფორმის შეცვლა

ზრდასრულებს შეიძლება დასჭირდეთ ბრეკეტებით მკურნალობა, როცა გარკვეულ მიზეზთა გამო მათი კბილები ადგილს იცვლიან ასაკის, დაზიანების ან ძვლის განლევის გამო. კბილების გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დახრილობა და სიმჭიდროვე.

კბილების გაწმენდის სირთულე

არასიმეტრიული კბილების სწორად გახეხვა შეიძლება გაძნელდეს, რაც იწვევს პირის ღრუს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კარიესი ან კბილის დაკარგვა.

ყბის ტკივილი/დისკომფორტი

კბილების არასწორმა განლაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილიც, რაც გამოწვეულია არასიმეტრიული კბილების ყბაზე დაწოლით. ბრეკეტები დაგეხმარებათ კბილების გასწორებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

ღიმილის გაუმჯობესება

ბრეკეტები გვეხმარება გავიუმჯობესოთ ღიმილი, გავხადოთ ის მეტად მიმზიდველი და თავდაჯერებული.

ბრეკეტები ზრდასრულებში: მკურნალობის შედეგები before vs after

ზრდასრულებში ბრეკეტებით მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს 1-დან 3 წლამდე, რაც დამოკიდებულებია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე და ასევე გამოყენებული ბრეკეტების ტიპზე. Სურათების შედარებისას ადვილი შესამჩნევია მიღებული შედეგები.
After Braces

ბრეკეტების გამოყენების გვერდითი მოვლენები ზრდასრულ ასაკში

საერთო ჯამში, ბრეკეტები დადებითად მოქმედებს ზრდასრულის კბილებზე, თუმცა როგორც ზემოთ ვახსენეთ მომწიფებული და ზრდასრული კბილების მკურნალობას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს. ბრეკეტებით მკურნალობას აქვს თავისი გვერდითი მოვლენებიც როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში, მაგრამ ისინი მინიმალურია და როგორც წესი დადებითი აჭარბებს უარყოფითს.

ბრეკეტების ტარებისას თქვენ შესაძლოა გამოსცადოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ღრძილების ტკივილი
  • დისკომფორტი პირის ღრუში
  • დიეტის დაცვის საჭიროება
  • გართულებული პირის ღრუს ჰიგიენა

მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულ ასაკში შეიძლება ბრეკეტებით მკურნალობის ხანგძლივობა გაიზარდოს, შედეგები ეფექტურია. საბედნიეროდ ბრეკეტებს არა აქვთ ასაკობრივი ზღვარი და ვიდრე ჯანმთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობთ ღირს პირის ღრუს ჯანმრთელობასა და სილამაზეში ინვესტიციის განხორციელება.

ხშირად დასმული კითხვები

ზრდასრულთა ბრეკეტებით მკურნალობის ღირებულება დაკავშირებულია პაციენტის მდგომარეობის სირთულესა და მის მიერ არჩეულ ბრეკეტების ტიპზე. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

ბრეკეტების გამოყენება არ არის მეტ დისკომფორტთან დაკავშირებული უფროსებისთვის. ბრეკეტები, როგორც წესი, ყველასათვის არასასიამოვნოა, როდესაც მათ პირველად იყენებენ ან როცა დგება მათი კორექტირების საჭიროება. დისკომფორტის შესადარებლად შეიძლება ვიფიქროთ ახალ ფეხსაცმელზე, რომელიც შეიძლება არც ისე კომფორტულად მოგერგოთ პირველ შემთხევვაში, თუმცა ყოველდღიური ტარების შემდეგ უფრო და უფრო კომფორტული ხდება.

ზოგიერთი სტომატოლოგიური დაზღვევის პოლისი ფარავს ბრეკეტების ღირებულებას ზრდასრულთათვის, ზოგი კი არა. ბევრ სადაზღვევო პოლისს აქვს ასაკობრივი ლიმიტი, აუცილებელია გადაამოწმოთ თქვენი პოლისის პირობები დაზღვევის პროვაიდერთან, რომ ნახოთ რა სახის ანაზღაურებას გთავაზობენ ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში.

ბრეკეტების ტარების შემდეგ თქვენი კბილების ფორმები გაუმჯობესდება, თქვენ შეამჩნევთ განსხვავებას თქვენს ღიმილსა და თავდაჯერებულობაში. შესაძლოა, ცვლილებების შემჩნევა უფრო ადრეც დაიწყოთ, მკურნალობის კურსის დასრულებამდე. უნდა გაითვალისწინოთ,რომ ცვლილება ნელი პროცესია და შედეგისთვის კი ნამდვილად ღირს ლოდინი.
გააზიარე
გააზიარე
გააზიარე

რეკომენდირებული ბლოგები