სარჩევი
Toggleბრეკეტები ბავშვებში
რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს ბრეკეტების ტარება? აღნიშნულ კითხვას ხშირად ვხდებით და შევეცდებით, რომ ამ სტატიაში გიპასუხოთ. აბსოლუტურად გვესმის მშობლების, რომლებიც ღელავენ თავიანთი შვილების საუკეთესო ღიმილზე, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ რამდენი წლის უნდა იყოს ბავშვი, რომ შეძლოს ბრეკეტების ტარება და რა ტიპის ბრეკეტები არის სწორი არჩევანი თქვენი შვილებისთვის (და სჭირდებათ თუ არა საერთოდ!).
ისევე როგორც სტომატოლოგიასთან დაკავშირებული სხვა მრავალი კითხვა, ბრეკეტების საკითხიც ინდივიდუალურად, ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს ბრეკეტები უფრო ადრე ან გვიან ვიდრე სხვებს, ან ზოგს სულაც არ დასჭირდეს. გამოცდილ და კვალიფიციურ ორთოდონტს შეუძლია დაეხმაროს თქვენს შვილს სასუნთქი გზების, ყბის განვითარების პრობლემების და პირის ღრუს მოვლის ცუდი ჩვევების დაძლევაში ადრეული ასაკიდან.
რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა კონკრეტული ასაკი, როცა დაგვიანებულია ბრეკეტების ტარება? ასეთი ასაკი არ არსებობს. მოზარდებს შეუძლიათ ატარონ ნებისმიერი ტიპის ბრეკეტები და თუ იმაზე ღელავთ, რომ ეს მოზრდილ ასაკში ბრეკეტების ტარება გარკვეულ ვიზუალ დისკომფორტთან შეიძლება ასოცირდებოდეს, არსებობს სხვადასხვა ტიპის ბრეკეტები (მაგალითად, ლინგვარული ბრეკეტები, კერამიკული ბრეკეტები, ელაინერები/კაპები), რომელთა ტარებაც ძნელი შესამჩნევი ან სულაც შეუმჩნეველია გარშემომყოფთათვის.
რატომ სჭირდებათ ბავშვებს ბრეკეტები?
Ბევრი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ბრეკეტების გამოყენება უსარგებლოა ან მხოლოდ კბილების გასწორებაში გვეხმარება. ბრეკეტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კბილების ჯანმრთელობისთვის, არამედ პირის ღრუს მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა არასიმეტრიულად განლაგებული კბილებისა, ბრეკეტები ბავშვებში შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ის ავლენს შემდეგ სიმპტომებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
- სარძევე კბილების
- ადრეული ან გვიანი დაკარგვა
- ღეჭვის პრობლემა
- პირით სუნთქვა
- თითის წოვა ან სხვა ცუდი ორალური ჩვევები
- გადატვირთული ან არასწორად განლაგებული კბილები
- მეტყველების პრობლემები
- კბენის შეგრძება პირის ღრუში
- ამოზნექილი ზედა ან ქვედა კბილები
- სახის ასიმეტრია
როგორ გავიგოთ სჭირდება თუ არა თქვენს შვილს ბრეკეტები?
როგორ გავიგო, სჭირდება თუ არა ჩემს შვილს ბრეკეტები? გაითვალისწინეთ, რომ როდესაც პირველი კბილები მოიცვლება და ზრდასრულის კბილები დაიწყებს ამოჭრას, ახალი კბილები ყოველთვის არ იზრდება საჭირო მიმართულებით. ხშირად კბილები დახრილად იზრდებიან და შემდეგ სწორდებიან. ბუნებრივია, როცა ისინი მოძრაობენ თქვენი შვილიც იზრდება, ასე რომ ნუ ჩავარდებით პანიკაში და არ იფიქროთ, რომ თქვენს შვილს აუცილებლად ბრეკეტების ტარება დასჭირდება ზრდასრულ ასაკში. მაგრამ თუკი შეამჩნევთ, რომ კბილები რჩება დახრილი ან არასწორ ადგილზე არის განლაგებული ან ბავშვს აღენიშნება ზემოთ ნახსენები სხვა ჩვენებები, კარგი იქნება თუ ეწვევით ორთოდონტს თქვენი შვილის მდგომარეობის შესაფასებლად.
როდის უნდა მივმართოთ ორთოდონტს?
მიუხედავად იმისა, რომ ბრეკეტების გამოყენების ასაკი ინდივიდუალურია, ზოგიერთი წყარო (მაგალითად, ამერიკის ორთოდონთტა ასოციაცია AAO) გვირჩევს ბავშვი ორთოდონტთან მივიყვანოთ არა უგვიანეს 7 წლის ასაკისა. ამ ეტაპზე, ორთოდონტს შეუძლია შეაფასოს ბავშვის სასუნთქი გზები, კბილების სიმეტრია და პირის ღრუს ჩვევები, ამის შემდეგ კი ორთოდონტი განსაზღვრავს, არის თუ არა საჭირო ბრეკეტები ან სხვა ორთოდონტიული მკურნალობა და როდის.
ამგვარად, 7 წელი ოპტიმალური ასაკია ბავშვისთვის ბრეკეტებით მკურნალობის დასანიშნად, თუმცა სტატისტიკურად ბავშვთა უმეტესობა ბრეკეტებს 9-14 წლის ასაკში ატარებს.
გირჩევთ გაეცნოთ: ღრძილის რეცესია – მიზეზები და მკურნალობა
აქვს თუ არა ბრეკეტებს გვერდითი მოვლენები ბავშვებში?
დიახ, შესაძლებელია გამოვლინდეს. რაც შეეხება ბავშვებში ბრეკეტების ტარების გვერდით მოვლენებს, ყველა პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგიერთ ბავშვს სჭირდება მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი, დარწმუნებული იყავით, რომ გამოცდილი ორთოდონტი პირველ რიგში აყენებს პაციენტის საჭიროებებს და მას ინდივიდუალ გეგმას სთავაზობს. Ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევამციროთ ბრეკეტების დისკომფორტი და გვერდებითი მოვლენები.
რომელია კარგი ასაკი ბრეკეტებით მკურნალობის დასაწყებად?
ბრეკეტები ბავშვებში: ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა
რას უნდა ველოდოთ ორთოდონტიული შემოწმების დროს
კითხვები ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ბრეკეტები არის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სპეციალური ორდონტიული მკურნალობის საშუალება, რომელიც გვეხმარება კბილების გასწორებაში და ასევე სხვადასხვა სახის ორთოდონტიული პრობლემების მოგვარებაში. ისინი დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.
არსებობს შემდეგი ტიპის ბრეკეტები: მეტალის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები, კერამიკული ბრეკეტები, თვითლიგირებადი ბრეკეტები, კაპები
ბრეკეტების ტარების ხანგრძლივობა განსხვავებულია, მაგრამ ბავშვების უმეტესობა ატარებს ბრეკეტებს 18-დან 36 თვემდე . ზრდასრულთა საშუალო ასაკი კი 2-დან 3 წლამდეა. აუცილებელია მკურნალობის პროცესში რეგულალური ვიზიტები ორთოდონტთან, რათა მან უზრუნველყოს მკურნალობის სწორი მიმართულებით განვითარება. გარდა ამისა, ამგვარი შემოწმებები ორთოდონტს საშუალებას აძლევს სწრაფად გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომელმაც შეიძლება შეანელოს ორთოდონტიული მკურნალობა.
ასევე გირჩევთ გაეცნოთ: ბრეკეტებით მკურნალობის 5 სარგებელი.